გერმანიის საელჩომ სააკაშვილს უპასუხა - არც გიგი კალანდაძისა და არც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გერმანიაში სისხლის სამართლებრივი წარმოება არ მიმდინარეობდა
A-
+A

საქართველოში გერმანიის საელჩო გენშტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის გამართლებასთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„გერმანიის საელჩო ხაზს უსვამს, რომ არც ბატონი გიგი კალანდაძის და არც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გერმანიაში არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი წარმოება. ბრალი არავისთვის წაუყენებიათ და არავინ გაუმართლებიათ“, - ნათქვამია გერმანიის საელჩოს პრესსპიკერის განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, გერმანულმა სასამართლომ გენერალი გიგი კალანდაძე გაამართლა.
„გუშინ გერმანულმა სასამართლომ გაამართლა გიგი კალანდაძე და ერთ-ერთ არგუმენტად ჩემი პატიმრობის უსამართლობა დაასახელა“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
0
0
395
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%