
გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, ველოდებით მათ დასკვნას, აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ შემდგომ, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კვლავ ძალაშია შეზღუდვა შიომღვიმის ტერიტორიაზე მომლოცველთა და ტურისტთა შესვლაზე.
„გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, ველოდებით მათ დასკვნას, აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ შემდგომ. წინამძღვართან კოორდინირებული მუშაობით გავატარეთ შესაბამისი სამუშაოები, რომ შეიზღუდა მომლოცველთა და ტურისტთა შემოსვლა, ამ რეჟიმში ვართ ახლაც. გეოლოგებმა იმუშავეს და რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედებთ, შეზღუდვა იქნება, აკრძალვა, თუ რა რეაგირება იყოს შემდგომ“,- აღნიშნა გოჩა ქავთარაძემ.
“ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია - წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა”, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა, შოთა ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ადგილი ჰქონდა მყისიერ ჩამოშლას... ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია", - ამის შესახებ კი გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელიც შიომღვიმეში დღეს კლდის ჩამოშლას ეხმაურება.
ცნობისთვის, სამონასტრო კოპლექსის ტერიტორიაზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, შესვლა შეზღუდულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არ დაზიანებულა სამონასტრო კომპლექსი - ამის შესახებ საუბარია საპატრიარქოს განცხადებაში.
აღნიშნული შემთხვევის შესახებ კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან კლდის ნაწილი დღეს ჩამოიშალა.
0
0