
ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ის ესაუბრა მონასტრის წინამძღვარს, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, ვინაიდან კლდე გამოფიტულია.
„ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა. მონასტრის წინამძღვარს როგორც მითხრა, ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, კლდე არის გამოფიტული, წელს იყო ცოტა დიდი ზომის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”,- აღნიშნავს ჯაღმაიძე.
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. აღნიშნულის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, წერენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
0
0