
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მონასტერთან დაკავშირებით არასწორი და, გარკვეულ შემთხვევებში, აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო.
სააგენტოს ინფორმაციით, სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება საზოგადოებაში ყველა იმ უწყების, ქართველი და უცხოელი მეცნიერის, დარგის სპეციალისტის და სხვა ჩართული მხარის დისკრედიტაციას ემსახურება, ვინც ქვეყანაში ძეგლთა დაცვის და კონსერვაციის მიმართულებით მუშაობს.
"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო.
სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება საზოგადოებაში ყველა იმ უწყების, ქართველი და უცხოელი მეცნიერის, დარგის სპეციალისტის და სხვა ჩართული მხარის დისკრედიტაციას ემსახურება, ვინც ქვეყანაში ძეგლთა დაცვის და კონსერვაციის მიმართულებით მუშაობს.
გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სიცრუის კამპანია იქამდე მივიდა, რომ წვიმიან ამინდში გადაღებული გარე ტერიტორია შიდა სივრცედ იქნა წარმოჩენილი და შემდგომ "წუხილით" აღნიშნული, რომ დროებითი გადახურვის კონსტრუქცია კომპლექსს ვერ იცავს წყლის ინფილტრაციისგან.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციით, მსოფლიოში მოწინავე გერმანული კომპანიის "ლეიერისა" (Layher) და ქართველი არქიტექტორების ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი უნიკალური საინჟინრო კონსტრუქციის მქონე დროებითი სახურავითაა აღჭურვილი, რაც ძეგლს ატმოსფერული ნალექებისგან სრულად იცავს. დაცულია ტაძრის მხატვრობა და უნიკალური მოზაიკა.
ტაძრის მუდმივი გადახურვის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 2027 წლის ბოლოს, დროებითი სახურავი მოიხსნება. ტაძრის შიდა და არა გარე სივრცე, სრულად არის და იქნება დაცული ყველა ტიპის ნალექისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0
პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ბავშვი შეემატა
15/11/2026