
განათლების რეფორმის ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერების წასახალისებლად, პოსტდოქტორანტის ინსტიტუტის შემოტანა იგეგმება.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ რადიო "სივრცეში" განაცხადა, მას, ვინც მეცნიერებაში გააგრძელებს საქმიანობას, დაიცავს დისერტაციას და შესაბამისი დარგის დოქტორი გახდება, მიეცემა დამატებითი საშუალება პოსტდოქტორანტის ინსტიტუტის სახით.
მისი თქმით, ეს არის ფაზა, რა დროსაც ახალგაზრდა მეცნიერს აქვს საშუალება კონკრეტული კვლევითი პროექტის მიმართულებით, პოსტდოქტორანტის კვალიფიკაციით და პოზიციით იმუშაოს შესაბამის უნივერსიტეტში და მოემზადოს პროფესორობისთვის.
გაბისონიას განმარტებით, ევროკავშირში ეს ინსტიტუტი კარგად აპრობირებულია და საქართველოში სამწუხაროდ არ იყო დარეგულირებული.
"ეს არის გარდამავალი ფაზა, რაც საქართველოში არ არის და ამან ძალიან ბევრი დაგვაკარგვინა. დაგვაკარგვინა ის თაობა, რომელმაც ინტერესი დაკარგა საუნივერსიტეტო კარიერის გაკეთების. დღეს ახალგაზრდა მეცნიერთა კრიტიკული რაოდენობა გვყავს" - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
0
0