29/12/2024
21:05
პოლიტიკა
“გამოვიდა-არ გამოვიდა, ეს არაა საკითხისთვის დიდი მნიშვნელობის და გადამწყვეტობის მიმნიჭებელი. ფრუსტრაციის და ხელის ჩაქნევისაც, არანაირად. თუმცა აღფრთოვანება-აღტაცებისთვისაც - არა.” - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
"იმ საკითხის გარკვევა, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება მცდარია თუ სწორი, სასარგებლოა, უსარგებლო თუ საერთოდაც დამაზიანებელი, ჩემი აზრით, საერთოდ არ გადის იმ ხაზზე, ის რეზიდენციაში უნდა დარჩენილიყო თუ იქედან უნდა გამოსულიყო.
თუ ვინმე ცდილობს, დაადასტუროს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქმედებების სიმცდარე დღევანდელი დღის (ერთგვარად შემაჯამებელი) გადასახედიდან, "არ უნდა გამოსულიყო" არგუმენტი არარელევანტურია (სულ მცირე, ძალიან არასაკმარისი მაინც).
თუმცა, ზუსტად ამგვარადვე, მისი პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლა ასევე არანაირად არაა მისი ქმედებების სისწორის დასაბუთებისთვის საკმარისი არგუმენტი და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, ზურაბიშვილის ქმედებათა ჯამიდან ერთი კონკრეტული და არც თუ მნიშვნელოვანი ელემენტი ასე გადაწყდა თუ იმგვარად. მხოლოდ ამაზე, და მეტი თითქმის არაფერზე". - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
0
0