29/12/2024
11:19
პოლიტიკა
“არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში.” - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება ორბელიანების სასახლესთან გააკეთა.
"6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო თქვენს მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე და ეს ყველაფერი არაფრით არ შეიცვლება. მე ვიქნები სასახლეში, თუ სასახლის გარეთ.
მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ თქვენთან ერთად ვიქნები.
მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, პარლამენტის შენობაში პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო.
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციაზე პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა სალომე ზურაბიშვილს.
0
0