
თბილისში, არდაზიანის 2 ნომრიდან ომის ვეტერანი, ლაშა გიგაური და მისი 8 სულიანი ოჯახი გამოასახლეს, რასაც 5 ადამიანის დაკავება მოჰყვა.
"გამომყარეს, დამინგრიეს, შვილი დამიჭირეს, დამიჭირეს ახლობლები, 6 ადამიანი. იძალადეს. პირდაპირ კანონში წერია 35-ე მუხლის მესამე ნაწილში, რომ არ შეიძლება ხელით შეხება, მაინც მოვიდნენ და შეგვახეს. დამაზიანეს, შემდგნენ, გადამიარეს", - ამბობს გიგაური.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულები მოლაპარაკებებში, თუმცა 3 წელი მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც იძულებულნი გახდნენ სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინათ.
არსებული ინფორმაციით, მევახშისგან ომის ვეტერანს 20 ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები, აპირებდა თანხის დაბრუნებასაც, თუმცა მევახშემ ფულზე უარი თავად თქვა.
0
0