04/11/2023
20:10
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა ჩრდილოეთ ისრაელში ყოფნისას ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა გააფრთხილა, რომ არ გაიმეოროს ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის "შეცდომა", რომელმაც "ჰამასისა და ღაზის ბედს დაღი დაასვა".
"თუ ნასრალა შეცდომას დაუშვებს, ის დაღს დაასვამს ლიბანის ბედს". - თქვა გალანთმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი ჩრდილოეთში, ლიბიის საზღვართან ომით დაინტერესებული არ არის, თუმცა ყველა სცენარისთვის მზად არიან.
ჩვენ ჩრდილოეთით თავს ვიცავთ და მთელი ძალით ვუტევთ ღაზის სექტორს, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი... ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ჩრდილოეთში ომში ჩაბმით, მაგრამ მზად ვართ ნებისმიერი ამოცანისთვის. საჰაერო ძალები ინარჩუნებენ საკუთარი ძალების უმეტესობას ლიბანის არენაზე, ჰეზბოლას წინააღმდეგ". - აღნიშნა გალანთმა.
გუშინ, 3 ნოემბერს ჰეზბოლას ლიდერმა, ჰასან ნასრალამ, ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ პირველი მიმართვა გაავრცელა და დაიმუქრა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოება რეალური პერსპექტივაა. მანვე აღნიშნა, რომ ჰეზბოლა ომში 8 ოქტომბრიდან არის ჩართული
0
0