03/12/2022
14:20
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ახალი შეტევის დაწყებამდე, მოლაპარაკების თემა თავისი ჯარების რეზერვების შესავსებად შეიძლება გამოიყენოს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, არსებობდა რისკი, რომ „ზავი მართლაც გამოყენებული იყოს პუტინის მიერ მეტი ჯარის მოსამზადებლად და მეტი საბრძოლო მასალის შესავსებად, მისი დაზიანებული სამხედრო ძალების ხელახლა აღსაჭურვად და გადასახალისებლად“.
მინისტრის გაფრთხილება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ დღეებში განაცხადა, რომ მზად იქნება ესაუბროს ვლადიმერ პუტინს, თუ მას ნამდვილად სურდა ომის დასრულება - რაც ჯერ არ ჩანს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ განაგრძობს საუბარს რუსეთის ლიდერთან, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია და მიაღწიოს „ძალიან კონკრეტულ შედეგებს“, როგორიცაა ატომური სადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
თუმცა, კლევერლიმ, რომელიც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ბუქარესტში გამართულ შეხვედრას დაესწრო, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკიტხი, გამართავს თუ არა პუტინი მოლაპარაკებას "კარგი განზრახვით".
„საქმე ის არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან ფრთხილად, თუ „სამშვიდობო“ მოლაპარაკებები ინიცირებული იქნება ვლადიმერ პუტინის მიერ“, - თქვა მან.
0
0