
ბუნდესტაგის დეპუტატი AfD-დან მალტე კაუფმანი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება.
კერძოდ, საუბარია ფიშერის პოსტზე, სადაც ის ბადენ-ვიურტემბერგის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე წერს და აღნიშნავს, რომ დიდი უმრავლესობა ლიბერალური დემოკრატიისა და ევროკავშირის მომხრეებმა მოიპოვეს, ელჩი კი წუხს მათ გამო, ვინც საქართველოში იმედებს AfD-ზე ამყარებს.
„არჩევნები ბადენ-ვიურტემბერგის პარლამენტში: დიდი უმრავლესობა ლიბერალური დემოკრატიისა და ევროკავშირის მომხრეა. ძალიან ვწუხვარ მათ გამო საქართველოში, ვინც თავის იმედებს AfD-ზე ამყარებს — ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ბადენ-ვიურტემბერგი გერმანიის მოსახლეობით მე-3 შტატია, მისი ეკონომიკა შვედეთის ან ბელგიის ხელაა და მსოფლიოს საუკეთესო 25-ეულში შედის.“ - წერს ფიშერი
მალტე კაუფმანის თქმით, ფიშერის პოსტი აღმაშფოთებელია და ის ან უნდა გადადგეს, ან გადააყენონ.
„წავიკითხე ბატონი ფიშერის ეს პოსტი. ვფიქრობ ეს აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. ჩემი აზრით, ის ან უნდა გადადგეს ან გადააყენონ თანამდებობიდან, რადგან დიპლომატები დიპლომატიურები და პოლიტიკურად ნეიტრალურები უნდა იყვნენ. ბადენ- ვიურტემბერგში, საიდანაც მე გახლავართ, AFD-მ თავისი მანდატები გააორმაგა, ჩვენ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ვართ. შესაძლოა ჯერ არ ვართ მმართველი პარტია, თუმცა დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ძალაუფლება ჩვენ გადმოგვცეს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება და თუნდაც იმის თქმა, რომ ჩვენ რაიმე ფორმით ევროპის ან დემოკრატიისა თუ ლიბერალიზმის წინააღმდეგ ვართ, აღმაშფოთებელია, ვინაიდან სიმართლეს არ შეესაბამება . AFD პრო-ევროპულია. ჩვენ ევროკავშირში მიმდინარე ბევრი პროცესისადმი ვართ სკეპტიკური , თუმცა ჩვენ პროევროპული ვართ, ვართ დემოკრატიული პარტია და გვსურს მეტი დემოკრატია გერმანიაში. შესაბამისად იგი სრულად არაინფორმირებულია და ავრცელებს ყალბ ინფორმაციას. ამიტომ ვფიქრობ თანამდებობა უნდა დატოვოს“, - აღნიშნა მან.
0
0
12 მარტს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
10/03/2026