
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ევროპას რუსეთის ხელმძღვანელობასთან დიალოგის განახლება მოუწევს და ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, შეესაბამება, თუ არა აშშ-ის პოლიტიკა რუსეთისა და უკრაინის მიმართ ევროპის ინტერესებს.
სტუბის შეფასებით, აშშ-ის ამჟამინდელი პოზიცია რუსეთთან მიმართებით ევროპის პოლიტიკას არ ემთხვევა.
„ევროპაში რუსეთს უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევად განიხილავენ, მაშინ როცა შეერთებულ შტატებში ეს ასე არ არის“, - განაცხადა სტუბმა.
როგორც ფინეთის ლიდერმა აღნიშნა, რაღაც მომენტში „რუსეთთან დიპლომატიური არხების აღდგენა ევროპის ინტერესებში იქნება“.
„ეს, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება იმაზე, შეესაბამება, თუ არა ევროპის ინტერესებს აშშ-ის მიმდინარე პოლიტიკა რუსეთთან, ან უკრაინასთან მიმართებით. თუ პასუხია, არა, სავარაუდოდ, ვუახლოვდებით იმ მომენტს, როცა ევროპის რომელიღაც ლიდერს პრეზიდენტ პუტინთან კოორდინირებული ურთიერთობის აგება მოუწევს. აღნიშნული დისკუსია ევროპელ ლიდერებს შორის უკანასკნელი ორი წელია მიმდინარეობს“, - დასძინა მან.
0
0
ზელენსკი ეშმაკი კაცია - დონალდ ტრამპი
05/05/2026