23/04/2024
12:39
საზოგადოება
ფიცი დადეს და ამბობენ, რომ „ვფიცავთ, ენას, მამულს და ერთობას“ სარწმუნოება სად გაქრა?- ამის შესახებ მეუფე აბბა ალავერდელმა თავის ქადაგებაში განაცხადა.
მეუფე სტუდენტების მიერ ფიცის დადებაზე საუბრობს და ამბობს- „თუ რამემ გადაგვარჩინა, გადაგვარჩინა რწმენამ და ამ რწმენით მივიღეთ სიყვარული მამულისა და ენისა. „
„ამ დღეებში სტუდენტები გამოვიდნენ, ჩვენი მომავალი თაობა ძალიან ნიჭიერი თაობაა, ძალიან ჭკვიანები არიან, ბევრი სურვილები აქვთ და გვაქვს იმედი, რომ ბევრი მათგანი ღვთის სათნო ცხოვრებით იცხოვრებს. ანუ, მათი აზრი და შეხედულება იქნება ობიექტური, მართალი... არა კაცობრივ სიმართლის საზღვართან მისადაგებით, არამედ საღვთო საზომთან მისადაგებით და საღვთო საზომი რა არის: „არა კაც კლა, არა იცრუო....გიყვარდეს ღმერთი ყოვლითა გულითა და ყოვლითა გონებითა“ და საოცარია, არ ჰფიცო, რადგან ფიცი ცრუსა და ორპირ ადამიანს სჭირდება, რადგან ქრისტიანისთვის „ჰე“ ჰე უნდა იყოს და „არა“ არა.
რადგან ვთქვით, რომ გვიყვარსს, ესე იგი ნამდვილად გვიყვარს, შეიძლება დავეცეთ, შევცდეთ, მაგრამ ეს ჩვენს სიყვარულს არაფრით არ აკლდება, პირიქით. მოკლედ, ფიცი დადეს და ამბობენ, რომ „ვფიცავთ, ენას, მამულს და ერთობას“ სარწმუნოება სად გაქრა? თუ რამემ გადაგვარჩინა, გადაგვარჩინა რწმენამ და ამ რწმენით მივიღეთ სიყვარული მამულისა და ენისა. რად გვინდა ენა, თუკი ერთიმეორის შეურაცხყოფისთვის გამოვიყენებთ იმ ძირძველ, უფალთან სამეტყველო საშუალებას, ენას, რომლითაც ღმერთი უნდა ვადიდოთ და არა ერთი მეორეს შხამიანი სიტყვვები ვუთხრათ.. რად გვინდა მამული, რომელსაც მოუვლელს, დაუმუშავებელს დავაგდებთ, ან როგორც საქონელს ისე გავყიდით და რომელიც ჩვენთვის სასარგებლო კი არ იქნება, არამედ ვიღაც გადამთიელისთვის. ხოლო, ჩვენს მომავალ თაობას გავუმზადებთ უსამშობლოდ ყოფნას თავისსავე სამშობლოში. ქართული ენა ისე დავამახინჯეთ, რომ სიტყვის სრული შინაარსიც კი აღარ გვესმის. გვგონია, რომ ვმეტყველებთ, და ამ დროს, იმ შინაარსს რისი გადმოცემაც გვინდა, ვეღარ ვიგებთ. მაგალითად, იგივე ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იყვნენ მისულები, ჯვართან იდგნენ და ამ ჯვარს მოვხსნით, იმიტომ რომ ჩვენ ჯვრის არ გვწამს. ღმერთო შენ დაგვიფარე და, თავის თავს მოიხსენიებდნენ, როგორც ბომჟები. ბომჟები არაფერი შინაარსის მომცემი არ არის. თუ ადამიანმა რამდენიმე ენა არ იცის, ხოლო ქართულად კი, ვახტანგ IV-ს სამართლის წიგნში წერია, „უსამშობლოა კაცი, რომელსაც რა გინდ რა მამული ბევრი ჰქონდეს და ერთი მტკაველი ვაზი არ ჰქონდეს, უსამშობლოა“ და ეს უსამშობლო ადამიანები საიდან ჩნდებიან? ღვთის უყვარულობით, ღვთისადმი არა მადლიერებით, ღვთისადმი ბრძოლით, დაპირისპირებით...
იმ ფიცის სიტყვებმა მე შემძრა და დამაფიქრა. როგორ შეიძლება მომავალი თაობა ცხოვრობდეს ურწმუნოდ. თუმცაღა, არ ყოფილა პერიოდი, რომ 100%-ით მორწმუნე ყოფილიყოს. იყო გამყიდველიც, მოღალატეც, ზნედაცემულიც იყო, უგუნურიც, მაგრამ გვაქვს ჩვენ იმედი იმისა, რომ ეკლესიის ლოცვას შეისმენს ღმერთი და ვინც ამგვარად ფიქრობს, მას ღმერთი გულისხმისყოფას მისცემს. გონიერებაში მოიყვანს და თავის ნებით თუ უნებლიეთ, ვინმეს წაქეზებით, ვიღაცის ზეწოლით ნათქვამ უმეცრებას შეინანებს. ამის მაგალითი ჩვენ ჩვენი ქვეყნის და ეკლსიის ისტორიით ბევრი გვაქვს. განა უშეცდომოა ვინმე, დავით აღმაშენებესლსაც ბევრ შეცდომას მიაწერენ და სხვისა რომ არაფერი ვთქვათ, დავით აღმაშენებელმა „გალობანი სინანულისანი“ დაწერა, სადაც თავისი შეცდომები ბევრი ჩამოთვალა. მეფემ მაგალითი დასდო, როგორ შეიძლება იყო გამაერთიანებელი ქვეყნისა.“- ამბობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი
მისივე თქმით, ჩვენი ერი და ქვეყანა გდაარჩინა ამ სამ, ღვთით მოცემული დიდი სიწმინდის ერთგულებამ.
„რამ გადაგვარჩინა ეს ერთი მუჭა ერი და ერთი მტკაველი ქვეყანა? სადაც ენა, მამული, სარწმუნოება დღესაც ყველასთვის ხმამაღლა, გასაგონად შეგვიძლია ვიქადაგოთ. ეს, დღეს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ნუ შევშფოთდებით, არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ მომხდარა წარსულში. ბევრი ღალატის ისტორია ახსოვს და ბევრი ანგარებიანი, სულმოკლე ადამიანები ახსოვს ჩვენს ქვეყანას. ქეთევან წამებულის მაგალთი არის ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მისაბაძი მაგალითი. წელს 400 წელი სრულდება ქეთევან წამებულის მოწამეობიდან და ვფიქრობ, რომ იქნება გამორჩეული სადღესასწაულო მსახურება. ჩვენი ერი და ქვეყანა გადაარჩინა, მართლაც აი ამ სამი ღვთით მოცემული დიდი სიწმინდის ერთგულებამ. ეს არის ენა, რომლითაც უფალს ველაპარაკებით, სამშობლო, რომლის სიყვარულითაც ზეციური, უხილავი სამშობლო უნდა შევიყვაროთ და ამ ყველაფერს კრავს რწმენა, რწმენა უფლისა, მადლიერება უფლისა და სიყვარული უფლისა..“- ამბობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი თავის ქადაგებაში.
0
0