
მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის, მათი ლიდერობისთვის, ასევე – ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც დღეს მკაფიოდ გამოვიდნენ გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სიბიგა აღნიშნავს, დღეს, ვენაში, უკრაინის მოთხოვნით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოსა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის სპეციალური ერთობლივი სხდომა გაიმართა.
მისივე თქმით, აფასებს შეხვედრის მოწვევის მიზნით ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას.
„შეხვედრაზე განხილული იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური სარაკეტო დარტყმები და დრონებით განხორციელებული თავდასხმები, ასევე, მოსკოვის უახლესი მუქარები.
ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა მკაფიოდ დაგმეს რუსული ტერორი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მიმართ. მიუხედავად მოსკოვის მცდელობისა, დააშინოს ჩვენი სახელმწიფო და უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. მე ვაფასებ ყველა გზავნილს გულწრფელი სოლიდარობისა და მხარდაჭერის შესახებ, ასევე ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ამ შეხვედრის მოწვევაზე. პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის, მათი ლიდერობისთვის, ასევე ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც დღეს მკაფიოდ გამოვიდნენ გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.
0
0