06/03/2022
09:09
პოლიტიკა
„რაც არ უნდა გააკეთოს ვლადიმერ პუტინმა, შეუძლია კიდევ ასობით ბომბი დაგვაყაროს თავს, ეს არ შეცვლის უკრაინელი ხალხის არჩევანს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ეს არ შეცვლის ევროკავშირის არჩევანს, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპას და გახდება ევროკავშირის წევრი",- დასძინა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
POLITICO-ს ჟურნალისტმა კულებას ისიც ჰკითხა თუ რა გზავნილი აქვს საფრანგეთისადმი, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანისადმი, რაზეც უკრაინის მთავარმა დიპლომატმა მიუგო, რომ პრეზიდენტ მაკრონს აქვს ძალაუფლება და ყველა მორალური საფუძველი, რომ წარუძღვეს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციას.
„იმოქმედე ახლა. იჩქარეთ და ეს იქნება დიდი წვლილი აგრესორის წინააღმდეგ ჩვენს საყოველთაო გამარჯვებაში“, - ამ სიტყვებით დაასრულა კულებამ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხი.
0
0