07/09/2023
19:47
პოლიტიკა
კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება და საქართველოს ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს გასაკეთებელი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა.
“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის. და ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მომენტია თქვენი მომავლისთვის, ვინაიდან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან დაკავშირებით და პირველად ისტორიაში საქართველოს შესახებ ანგარიშს, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყანაზე წარადგენს.
და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა ძალიან ნათელი ვიყო - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე. კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ.
მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ასევე სერიოზული ვალდებულებაა. და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს ავტომატურად უფლება შეიძლება ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით. და სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო არის გასაკეთებელი,” - განაცხადა ბორელმა.
0
0