
“ეტყობა ციხე ადამიანს ინტელექტუალურად ფიტავს”, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს: „ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები“.
„ეს პოლიტიკურად არაჯანსაღი, არასწორი, ბრიყვული განცხადებაა, ეტყობა ციხე თავისაც შვრება, ფიტავს ადამიანს ინტელექტუალურად და როგორც ჩანს ეს დაემართა სააკაშვილს. ის ძველები ზიან ახლა პარლამენტში დ ამას რომ მოისმენენ არ მოეწონებათ და გადაბარგდებიან მელიასთან, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს მთლიანად დაკარგავს, ან დიდწილად დაკარგავს და ახალ პარტიას რომ შექმნის მელია, ყველა იქ გადავლენ, ამის ღირსია სააკაშვილი, ამ იდიოტური განცხადებისთვის და როგორც ჩანს ეს მოხდება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
0
0