
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომენტარი სოხუმის აეროპორტში რუსული ავიახაზების რეგულარული ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით.
აფხაზურმა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო არჩევნების წინ გაკეთებულ რეზონანსულ განცხადებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ქართველი პოლიტიკოსების ბოლო განცხადებების ფონზე აფხაზეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნის თაობაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მოუწევს ბოდიში მოიხადოს ოსური მხარისთვის 2008 წლისთვის და დასაჯოს ყოფილი მმართველი პარტია, აფხაზეთის რესპუბლიკა ელოდა პრაგმატულ ურთიერთქმედებებს. თუმცა, პრაგმატული მიდგომის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ და არახელსაყრელ განცხადებებს, რომლებიც გახდა მოსაწყენი და მხოლოდ დამატებით დაძაბულობას ქმნის. სოხუმი დარწმუნებულია, რომ ასეთი მიდგომები „არამარტო ხელს არ უწყობს გაჭიანურებული კრიზისის მოგვარებას, არამედ ძირს უთხრის დიალოგის შესაძლებლობას, მხოლოდ ზრდის ურთიერთუნდობლობას“.
0
0