საუბარია ზედა ფენაზე, საპატრიარქოს სინოდის წევრებზე. ეს საპატრიარქო გადაიქცა პოლიტიკურ პარტიად, ბიზნეს ცენტრად-ბიზნეს კორპორაციად - თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა Facebook-ის ლაივში.
მისი თქმით, საპატრიარქო გადაიქცა პოლიტიკურ პარტიად, ბიზნეს ცენტრად-ბიზნეს კორპორაციად
,,დილიდანვე ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი, ბოდბის მთავარეპისკოპოს-ქორეპისკოპოსი და რა ვიცი, ეს "ქორი" კარგია, "ქორი" რომ ჰქვია, სწორი სტატუსია. ყოფილი მხედრიონელია, ავტომატით მორბენალი. კიდევ რამდენი ადამიანი ჰყავს მოკლული იმ სამოქალაქო ომში, ალბათ თვითონ იცის და მისმა ნამუსმა, თუ გააჩნია ასეთი. დღესაც გვემუქრება ხშირ-ხშირად თავის ქადაგებებში, რომ იარაღს აიღებს ხელში და გაუსწორდება მოწინააღმდეგეებს, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ გაბედავს წასვლას. ამას ყველაფერს ის აკეთებს ვერცხლისმოყვარეობით. სწორედ აი, ასეთი მეუფეები და ასეთი სინოდის წევრები დაარბია უფალმა, იესო ქრისტემ, როდესაც მივიდა იერუსალიმის ტაძარში და ნახა იქ გაშლილი დახლები და "მამაჩემის სახლი სავაჭრო დახლებად გიქცევიათო" და აუტრიალა და ამოუყირავა.
საუბარია ზედა ფენაზე, საპატრიარქოს სინოდის წევრებზე. ეს საპატრიარქო გადაიქცა პოლიტიკურ პარტიად, ბიზნეს ცენტრად-ბიზნეს კორპორაციად.
ჯერ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, მსოფლიო რელიგიურ ისტორიას, რომ მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად ღვთის მსახურნი იყვნენ ჩართული ხალხო. ამაზე დიდი ცოდვა რა უნდა იყოს, არ ვიცი. ჩავიდნენ, ან მდინარე იორდანეში იბანაონ, თუ უშველით ბანაობა, ან რაღაცა ქნან." - განაცხადა ნათელაშვილმა
0
0