
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი ქალების მიმართ გამოთქმულ უხამს გამონათქვამებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ის რაც დღეს ვიხილეთ, არის ფსკერი.
„ქართულ ოცნება“, რასაც აბედინებს ქართული საზოგადოება და ოპოზიცია, იმდენს ბედავს და კიდევ უფრო მეტს გაბედავს, თუ გააბედიებენ. მე როცა ვამბობდი, რომ ამ პარლამენტში შესვლა არ შეიძლება, ამას როცა ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე .... მე ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი ობიექტური და ამან ხშირად დამაზარალა და როცა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ არ შეიძლება ამ პარლამენტში შესვლა და ამას ამბობს არგუმენტებით, კეთილი უნდა ენებათ ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს, რომლებსაც გაცილებით ნაკლები გამოცდილება აქვთ ვიდრე მე... რას მიაღწია ოპოზიციამ პარლამენტში ყოფნით, ერთი მიღწევა დამისახელეთ, ერთი გადაწყვეტილი საკითხი - არაფერი. ერთადერთი კითხვა მაქვს ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებთან - ოპოზიციონერი კაცები გაწყდნენ, იმ დარბაზში არ იყვნენ?" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „ფორმულას“ ეთერში.
ცნობისთვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა - თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა
0
0