
ამერიკის ოჰაიოს შტატში ოთხი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ სახლში ჩაკეტილი 16 ბავშვი იპოვეს, — იტყობინება ABC News.
ბავშვები სოფელ ჰემდენში, ერთ-ერთი ოჯახის სახლში აღმოაჩინეს, სადაც პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად სულ სხვა საქმესთან დაკავშირებით მივიდა. ხელისუფლების განცხადებით, ბავშვები ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობდნენ და ბოლო ოთხი წელი 3,5x3,5 მეტრის ზომის ერთ ოთახში გაატარეს.
მედიის ცნობით, ოთხმა სადისტმა — მამამ, გარი საიდერს უმცროსმა (36 წლის), მისმა ცოლმა ელისაბედმა (33 წლის), ასევე მისმა მამამ გარი-უფროსმა და მისმა ცოლმა კრისტინამ — 16 ბავშვი 3,5x3,5 მეტრის ზომის ვოლიერში გამოკეტეს.
წლინახევრიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა ბოლო ოთხი წელი ამ ბეტონის ყუთში გაატარეს. ისინი პირდაპირ საკუთარ განავალსა და ნაგავში ცურავდნენ. ამ ხნის განმავლობაში ისინი გარეთ ერთხელაც არ გამოუშვიათ.
პოლიცია და პროკურორები ადგილზე შოკში ჩავარდნენ. ბავშვებმა ლაპარაკი არ იცოდნენ, ისინი უბრალოდ ბღაოდნენ და კუთხეებში იმალებოდნენ. უფროსმა, 18 წლის გოგონამ, რომელიც ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული, საკუთარი სახელის დაწერაც კი ვერ შეძლო.
შვიდი ბავშვი ჰოსპიტალიზებულია, ორი რეანიმაციული ვერტმფრენით გადაიყვანეს, ხოლო ერთი ბავშვი ამჟამად მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზეა.
გამოძიების დროს ცნობილი გახდა, რომ ოჯახი ამ საკონცენტრაციო ბანაკის დამალვას ოცი წლის განმავლობაში ახერხებდა. 2008 წლიდან ისინი ოჰაიოს სამხრეთით მომთაბარეობდნენ. ბავშვებს არ აქვთ საბუთები, სამედიცინო ბარათები, მათ არ უშვებდნენ სკოლებში. ბავშვები სახელმწიფოსთვის ოფიციალურად არ არსებობდნენ.
ვინტონის ოლქის პროკურორმა, უილიამ არჩერმა განაცხადა, რომ მათ ბრალი წაუყენეს მეორე ხარისხის მძიმე დანაშაულისთვის — ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისთვის, ვინაიდან საქმე ეხება „სერიოზულ ფიზიკურ ზიანს“.

ხელისუფლებას არ დაუდასტურებია, არიან თუ არა ბავშვები ერთმანეთის ნათესავები, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს არ არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევა. მათ ასევე დასძინეს, რომ მოზრდილები არ არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები და, როგორც ჩანს, მოგზაურობდნენ.
ოფიციალური პირების განცხადებით, ბავშვების ასაკი წელიწადნახევრიდან 18 წლამდე მერყეობდა, მათ შორის იყვნენ როგორც ბიჭები, ასევე გოგონები. აღმოჩენის მომენტში რამდენიმე ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო ორი მათგანი მიყენებული ტრავმების გამო პირველი დონის ტრავმატოლოგიურ ცენტრებში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
უილსონმა განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი სცენა, რაც კი ოდესმე უნახავს თავისი კარიერის განმავლობაში და მომხდარი შეაფასა როგორც „სუფთა ბოროტება“.
სამართალდამცავებმა დამატებითი ორდერის საფუძველზე სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, გამოძიება გრძელდება. ოთხივე ზრდასრული სასამართლოს წინაშე ოთხშაბათს დილით წარდგება.
0
0