24/06/2023
13:23
პოლიტიკა
ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი, - ასე აფასებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამით დასტურდება, რომ არიან არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება სურთ.
„პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია, თავის დროზე. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. რეალურად, მან დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა აკეთებდა ნიკა გვარამია. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა - ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი. ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება და ეს არის ძალიან სამწუხარო“, -განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარების ნაწილის განცხადებას, რომელიც მათ გვარამიას შეწყალების შესახებ გააკეთეს. მისი შეფასებით, ეს განცხადებები შემაშფოთებელია.
„ოდიოზური ევროპარლამენტარების ეს განცხადებაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია. ნახეთ, რომ პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება ღირსადაც კი არ ჩათვალა, რომ მის გადაწყვეტილების მიზეზი განემარტა. ამ დროს გაირკვა, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარს ერთი თვის წინ ჰქონდა ინფორმაცია, შეწყალებასთან დაკავშირებით. ანუ საქართველოს პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა ქართული საზოგადოების წინაშე, არამედ, ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათი პატრონების წინაშე. ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვისი კარნახით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი. ის მოქმედებს არა საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ამომრჩევლის კარნახით, არამედ, გარე კარნახით”, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ “გვარამიას გათავისუფლება პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო“.
„მე ვერ გეტყვით რომ ეს რაიმე გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ შეგახსენებთ, რომ გვარამია იყო ამ ქვეყანაში მთავარი პოლარიზატორი, ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდა პოლარიზაციაში და პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი პოლარიზაციისკენ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა და საზოგადოება შეფასებას გააკეთებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, რეალურად, თვითონ პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი საზოგადოების წინააღმდეგ.
„თავის დროზე, ადამიანებმა მას მხარი დაუჭირეს იმისთვის, რომ არ ასეთი ნაბიჯები არ გადაედგა, ნაბიჯები არ გადაედგა ნაბიჯები სახელმწიფოს წინააღმდეგ და პირველ რიგში, ის დაუპირისპირდა სწორედ იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას დაუჭირა მხარი, თორემ მას მანამდეც არ უჭერდნენ მხარს ის ადამიანები,რომლებიც ემხრობოდნენ გვარამიას შეფასებებს მის მიმართ, ის პირდაპირ „რეზიდენტს“ ეძახდა სალომე ზურაბიშვილს. მან საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი. ამაზე საზოგადოება აკეთებს შესაბამისად შეფასებებს, მაგრამ ჩვენც ვართ ვალდებული შესაბამისად შევაფასოთ პრეზიდენტის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისკენ, ამას ის ვერ შეძლებს, ვერც მისი პატრონები შეძლებენ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს პრეზიდენტის სტატუსი ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციას“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან ის, გამოეხმაურა მოსაზრებას ნიკა გვარამიას პოლიტიკაში შესაძლო წასვლის შესახებ და აღნიშნა, რომ „საინტერესო არ არის პოლიტიკაში იქნება თუ არ იქნება“.
„რა თქმა უნდა, ის ხელს შეუწყობს პოლარიზაციას, თუმცა მისი მცდელობა წარმატებული ვერ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, კობახიძის თქმით, საქმე იმაშია, რომ საზოგადოებას აქვს რეაქცია ამასთან დაკავშირებით, რადგან პრეზიდენტის საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ პირდაპირ წავიდა.
„ეს პირდაპირ გააკეთა. მან შეასრულა დავალება. ნახეთ მისი გამომეტყველება და ხმა, როდესაც აცხადებდა ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი დისკომფორტი ჰქონდა. რატომ? იმიტომ, რომ პირდაპირ მოუწია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვისი დავალება შეასრულა სალომე ზურაბიშვილმა, კობახიძე ამბობს, რომ დეტალებშია შევა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილს კონკრეტული ვალდებულებები აქვს კონკრეტულის სუბიექტების მიმართ და სამწუხაროდ, ეს შეასრულა.
ამასთან, კობახიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ 12 პუნქტიან გეგმაში გვარამიას გათავისუფლების შესახებ ეწერა.
„ეს არის ტყუილი. გვარამიას გათავისუფლება კავშირში ვერ იქნება კანდიდატის სტატუსთან. გვარამიას გათავისუფლება პირიქით არის პირველი პუნქტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რაც გულისხმობს დეპოლარიზაციას. გვარამია, რომელიც იყო პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქართულ პოლიტიკაში, პრეზიდენტმა გაათავისუფლა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა დეპოლარიზაციის ინტერესს. შესაბამისად, ეს არის 12 პუნქტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0