
ივლისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 13.0%-ით, 337.0 მლნ აშშ დოლარამდე, გაიზარდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 11.4%- ით, 37.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 16.4%-იანი ზრდით. 21.1%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. რუსეთის კონტრიბუცია კი ივლისში -0.1 პროცენტს გაუტოლდა.
„ივლისში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (44.3%), აშშ (18.1%) და რუსეთი (13.4%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (16.5%), გერმანიისა (8.7%) და საბერძნეთის (7.7%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია სებ-ის პუბლიკაციაში.
0
0