
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 70.94 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.97 მილიარდი ლარით ანუ 2.85%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.99% შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 729.31მლნ ლარით, ანუ 1.82%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.24 მლნ ლარით, ანუ 4.29%-ით გაიზარდა.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.17 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.18%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 20.38 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის იგივე მაჩვენებელს 5.31%-ით აღემატება.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.87%-ით, ანუ 674.24 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 36.64 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.60% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.584 პროცენტული პუნქტით.
0
0