ერიკა ოლსონი ირაკლი კობახიძესა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა
08/11/2021
12:41
პოლიტიკა
A-
+A
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ერიკა ოლსონი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერიკა ოლსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე ახალი დანიშნულია და მასთან თანამშრომლობა მათთვის მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ პროცესებზე ისაუბრეს, ასევე სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც ჩვენს რეგიონს უკავშირდება.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ასევე შეხვდება ოპოზიციონერ ლიდერებს. ერიკა ოლსონი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში სამხრეთ ევროპის და კავკასიის საკითხებს კურირებს, საქართველოს 4 ნოემბერს ეწვია.
0
0
379
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%