16/08/2022
18:48
სამართალი
2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე გარდაცვლილი 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის საქმეზე გურჯაანის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა სპორტის მასწავლებელი უდანაშაულოდ ცნო, ხოლო კლასის დამრიგებელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
„რამდენიმე წუთის წინ გურჯაანის სასამართლომ (მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი) გამოაცხადა გადაწყვეტილება სოფის საქმეზე, წარდგენილი ბრალი იყო 220-ე მუხლის მეორე ნაწილი, გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია:
სპორტი მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. (ისეთი სიხარულის ღრიალი მორთო გული შემიწუხდა, ალბათ ამიერიდან უფრო ბედნიერად გააგრძელებს მუშაობას იმავე სკოლაში, აბა ჰე აბა ჰო)
დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც განესაზღვრა პირობითი სასჯელით.
მინიმუმ ის მაინც დაამტკიცა ბავშვმა, რომ მიუხედავად სკოლის ადმინისტრაციის უსინდისო მტკიცებისა, სოფის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ“, - წერს სალომე ბარკერი.
0
0