06/12/2022
12:35
მსოფლიო
ამერიკელი ექიმის დევიდ სმიტის საექსპერტო დასკვნის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილების ნიმუშებში მძიმე მეტალები და სხვა ნივთიერებები, მათ შორის ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. ასევე არასათანადო მკურნალობასთან დაკავშირებული დაავადებები და დამოკიდებულებები. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ დევიდ სმიტის სამედიცინო დასკვნის საფუძველზე წერს, რომელიც გამოცემას გააჩნია.
დასკვნაში სმიტმა აღნიშნა, რომ ის არის კლინიკური ტოქსიკოლოგიისა და დამოკიდებულების მედიცინის ექსპერტი ("ADM").
„შემომთავაზეს საექსპერტო დასკვნის მომზადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მისგან მიღებული ბიოლოგიური ნიმუშების ტოქსიკოლოგიური კვლევების თაობაზე, მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, აგრეთვე მისი სასწრაფოდ სხვა კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო მკურნალობისა და დეტოქსიკაციის მიზნით“ - ნათქვამია ექიმის დასკვნაში.
უკრაინული გამოცემის მიხედვით, სააკაშვილის ანალიზის შედეგების მიხედვით, მითითებულია, რომ „ტესტირებამ აჩვენა მძიმე მეტალების და სხვა ნივთიერებების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა NMS Labs-ის მიერ მოპოვებულ და გამოკვლეულ თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში“.
„ამ ნივთიერებების უმეტესობა სააკაშვილის სხეულში სამედიცინო მკურნალობის შედეგად ვერ იქნება. მან ასევე დასძინა, რომ ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს იყო "მძიმე ლითონის მოწამვლის შედეგი".
ამასთან, სმიტი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მიერ ერთდროული გამოყენებისთვის გამოწერილი წამალი შეიცავს გვერდითი ეფექტებისა და დამოკიდებულების რისკს.
„ჩემი ექსპერტული მოსაზრებაა, რომ რამდენიმე წამლის ერთდროული გამოყენება სათანადო მითითებების გარეშე, როგორც ეს სააკაშვილის შემთხვევაშია, საშიში გვერდითი მოვლენებისა და დამოკიდებულების განვითარების სერიოზულ რისკს შეიცავს.
აქვე აღვნიშნავ, რომ ფენიბუტი (სააკაშვილს აქვს გამოწერილი - რედ.) არის პრეპარატი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს აბსტინენციის ხანგრძლივი პერიოდი“ - აცხადებს სმიტი.
ექიმი ასევე დასძენს: „ამგვარად... ზემოაღნიშნული მკურნალობის სქემა წარმოადგენს ნარკოტიკული სასუალებების ბოროტად გამოყენებას... რის შედეგადაც იზრდება ავადობისა და სიკვდილიანობის რისკი“.
დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის არასათანადო მკურნალობამ გამოიწვია „ტვინის დისფუნქცია“.
ამიტომ, სმიტის თქმით, პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში (საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ აშშ-ში - რედ.) გამოკვლევისთვის და დაუყოვნებელი დეტოქსიკაციისთვის.
0
0