06/11/2023
08:36
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში იმყოფება - CNN-ის ცნობით, ენტონი ბლინკენი შეხვედრებს თურქ ოფიციალურ პირებთან ისრაელ-ჰამასის ომის განსახილველად დილიდან დაიწყებს.
თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის ქმედებებს ღაზას სექტორში "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულად" მიიჩნევს. რამდენადმე დღის წინ მან ასევე განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კომუნიკაციას წყვეტს. თურქეთს ისრაელიდან ამჟამად ელჩიც გამოწვეული ჰყავს. თურქეთში ჩასვლამდე ბლინკენი ისრაელში, იორდანიაში, კვიპროსსა და ერაყში იმყოფებოდა.
ამასთან, ამერიკის სახელმწიფო მდივანის ანკარაში ვიზიტს წინ უძღოდა ინციდენტი ინჯირლიკის ამერიკულ საჰაერო ბაზაზე. სამხედრო ობიექტზე შეჭრა სცადა პროპალესტინელთა ჯგუფმა. მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
რაც შეეხება ვითარებას უშუალოდ ღაზაში, ისრაელის არმიის ინფორმაციით, დასრულებულია ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა და ისინი სანაპირო ხაზის გასწვრივ წინ მიიწვენ. აქვე ცახალმა კვლავ მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას, გადავიდნენ რეგიონის სამხრეთში მდებარე უფრო უსაფრთხო რაიონებში - ამისთვის მათ რამდენიმე საათით დერეფანიც გახსნეს.
იორდანიის საჰაერო ძალებმა კი მოსახლეობას ღაზაში სამედიცინო საშუალებები და მედიკამენტები პარაშუტით მიაწოდეს - დახმარება აშშ-სა და ისრაელთან შეთანხმებული იყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში იორდანიის მეფე აბდულა მეორემ დაწერა.
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024