04/03/2026
22:32

ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ურთიერთობები უფრო დინამიკური გახდეს და [აშშ-სთან] სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებას ჩაეყაროს საფუძველი, რომელიც კონკრეტულ შედეგებში აისახება, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
„ეს შეიძლება იყოს თავისუფალი ვაჭრობა, ინვესტიციების წახალისება, სხვადასხვა საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში უფრო აქტიური ურთიერთმონაწილეობა“, - აღნიშნა სეფაშვილმა.
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი „ხალხის ძალიდან“ ეკა სეფაშვილი.
0
0
დიდი დიღმის ტერიტორიაზე ხანძარია.
04/03/2026