ეკა სეფაშვილი: ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის პრეს-სპიკერის მოწოდება აქციებზე ძალადობისკენ. ვიხილეთ მათ მიერ დაფინანსებული პლაკატები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის რომანტიზებას ახდენდა
A-
+A

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ბრიუსელის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც საქართველოს ულოცავს სახელმწიფო დროშის დღეს. ვიდეოში ჩანს კადრები საპროტესტო აქციებიდან. ეკა სეფაშვილის სიტყვებით, ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირისთვის ძალადობის გარკვეული ფორმები წახალისებულია:
„ეს არის ფარული განაცხადი იმაზე, რომ ძალადობის გარკვეული ფორმები არის ევროკავშირის მხრიდან წახალისებული, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვიხილეთ მათი პრეს-სპიკერის მოწოდება ძალადობრივი აქციების მიმართ“ - თქვა ეკა სეფაშვილმა.
საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ძალადობის წახალისება ან რომანტიზება ბრიუსელის მხრიდან, წარსულშიც იხილა საზოგადოებამ.
„იმ კადრების გამოყენება, რომლებიც ასახავენ ძალადობას, ჩემი აზრით, ბადებს გაურკვეველ წარმოდგენებს ევროკავშირის მიდგომების შესახებ, სწორედ საქართველოსა და ნებისმიერი ეროვნული დროშის დაცვის მიმართ. ეს არის ფარული განაცხადი იმაზე, რომ ძალადობის გარკვეული ფორმები არის ევროკავშირის მხრიდან წახალისებული, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის პრეს-სპიკერის მოწოდება აქციებზე ძალადობისკენ. ვიხილეთ მათ მიერ დაფინანსებული პლაკატები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის რომანტიზებას ახდენდა“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
0
0
21
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%