
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე და პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, ბუქარესტში, რუმინეთის პარლამენტის სასახლეში გამართულ „ევროპის ფორუმს“ (Europa Forum) დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკა სეფაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპაციის საკითხზე და ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტები გააკრიტიკა.
სეფაშვილის განცხადებით, საქართველოს შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება, რაც ქვეყნის მიმართ მცდარი აღქმების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
გამოსვლის დასასრულს, ეკა სეფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული ქვეყნები შეძლებენ დემოკრატიული ღირებულებების სათანადოდ დაცვას, ხოლო ევროკომისია საქართველოსთან მიმართებით ობიექტურ მიდგომას დაუბრუნდება.
0
0