08/11/2021
16:35
საზოგადოება
შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის შვილები ხომ საზღვარგარეთ არიან, ეკა ჭიჭინაძე პასუხობს, რომ ეს იმდენად აბსურდია, საუბარიც კი არ ღირს სერიოზულად.
„გვანცა ამერიკაში სწავლობს და რა ქნას, უტა არც არასოდეს ჩამოსულა, საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს, ბერა კიდევ გადაღებებზეა და რა არის აქ უცნაური? ცოტნე არსადაც არ წასულა, აქ არის... არსად მიდიან, იმდენად აბსურდია, საუბარიც კი არ ღირს სერიოზულად“ - ამბობს იგი.
რაც შეეხება მანქანების გაყიდვას, ეკა ჭიჭინაძე ამბობს: „ჰო, გაყიდა უკვე მანქანები და ვხედავთ, ფეხით რომ დადის ბიძინა ივანიშვილი... კარგით, რა... ამის წინ მე და ნიკუშა ვიცინოდით, გიგი უგულავა რომ ამბობდა, რუსები რომ შემოვიდნენ, პირველი ბიძინა ივანიშვილი გარბოდაო... გიგი და ეგენი ბიძინა ივანიშვილს რუსეთის კაცს, რუსს ეძახიან და მაშინ რატომღა გაიქცეოდა რუსების დანახვაზე?! აი, ყველაფერს, ასეთ სისულელეებს ამბობენ! ბიძინა არსად არ გარბოდა მაშინ, არც ახლა. მაგენი არ გაიქცნენ, იმდენად წასულია მაგათი საქმე! ყურმოკვრით ვიცი ყველაფერი, თორემ აღარ შემიძლია მაგათი ჯაჯღანი და ახლა კიდევ მიშამ ჭამა თუ არა“.
0
0