18/03/2023
10:08
მსოფლიო
ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვა ჰააგის სასამართლოს მიერ, მისი და პუტინის დაკავების ორდერებს ცინიკური კომენტარით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ICC-ის გადაწყვეტილებას, აღიქვამს როგორც მისი "მუშაობის დადებით შეფასებას".
„ძალიან კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დააფასა ჩვენი ქვეყნის ბავშვების დასახმარებლად შრომა, რომ არ ვტოვებთ მათ საომარ ზონაში, რომ გამოვიყვანეთ, რომ ვუქმნით მათ კარგ პირობებს, გარშემორტყმული ვართ მოსიყვარულე მზრუნველი ადამიანებით. იყო სანქციები ყველა ქვეყნიდან, იაპონიიდანაც კი, ჩემთან მიმართებაში, ახლა არის დაკავების ორდერი, მაინტერესებს რა იქნება შემდეგი“, -ამბობს ის RTVI-სთვის მიცემულ კომენტარში.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ [ICC] 17 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
0
0