17/03/2023
23:58
სამართალი
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს II წინასასამართლო პალატამ დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის - ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინისა და მარია ალექსის ასული ლვოვა-ბელოვას -მიმართ.
ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში.
დანაშაულები, სავარაუდოდ, ჩადენილი იყო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე, 2022 წლის 24 თებერვლიდან. არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ვლადიმერ პუტინს ეკისრება ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ზემოხსენებულ დანაშაულობებზე, ქმედებების უშუალოდ და/ან სხვებთან ერთად ჩადენისთვის.
მარია ალექსის ასული ლვოვა-ბელოვა, დაბადებული 1984 წლის 25 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“.
დანაშაულები, სავარაუდოდ, ჩადენილი იყო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე, 2022 წლის 24 თებერვლიდან. არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ვლადიმერ პუტინს ეკისრება ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ზემოხსენებულ დანაშაულობებზე, ქმედებების უშუალოდ და/ან სხვებთან ერთად ჩადენისთვის.
პროკურატურის 2023 წლის 22 თებერვლის განცხადებებზე დაყრდნობით, II წინასასამართლო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი, თითოეულ ეჭვმიტანილს დაეკისროს პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში.
პალატამ მიიჩნია, რომ ორდერები საიდუმლოა დაზარალებულთა და მოწმეების დაცვის, ასევე გამოძიების წარმატებით წარმართვის მიზნით. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სიტუაციაში განხილული ქმედება, სავარაუდოდ, გრძელდება და ორდერების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობამ შეიძლება ხელი შეუწყოს დანაშაულთა შემდგომი ჩადენის თავიდან აცილებას, პალატამ მიიჩნია, რომ მართლმსაჯულების ინტერესებში შედის რეესტრის უფლებამოსილება, საჯაროდ გაამჟღავნოს ორდერების არსებობა, ეჭვმიტანილთა ვინაობა, დანაშაულობები, რომლებზედაც გაცემულია ორდერები და პალატის მიერ დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმები.
ზემოაღნიშნული დაკავების ორდერი გაიცა პროკურატურის მიერ 2023 წლის 22 თებერვალს წარდგენილი განცხადებების საფუძველზე,“ - ნათქვამია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებაში.
0
0