05/09/2023
18:49
პოლიტიკა
დავით სერგეენკო პარლამენტში რჩება - უფლებამოსილების შეწყვეტას მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტში დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატების, ქეთევან დუმბაძისა და დავით სერგეენკოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყარეს კენჭი.
ქეთევან დუმბაძეს უფლებამოსილება შეუწყდა, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა კი ვერ მოხერხდა.
კენჭისყრისას საკითხს მხარი ორმა დეპუტატმა დაუჭირა, 12 კი - წინააღმდეგი იყო.
ორივე დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების შესახებ დადგენილების პროექტები დღეს პლენარულ სხდომაზე ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.
შეგახსენებთ: ქეთევან დუმბაძე აგვისტოს თვეში მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელია. დუმბაძე ახალ საქმიანობას უკვე შეუდგა.
რაც შეეხება დავით სერგეენკოს, მას სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა განაპირობებს.
0
0