
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი მხატვრის, სემიონ სკრეპიცკის მკვლელობაში დაკავებულია, რომელიც საქართველოს პასპორტს იყენებდა.
ამის შესახებ დონლად ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ლუბლინის პოლიციამ და პოლონეთის უშიშროების სამსახურმა დააკავეს ბიალა-პოდალსკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში მონაწილე, რომელიც საქართველოს პასპორტს იყენებდა. სამართალდამცავები მკვლელობის ორგანიზტაორის დადგენაზე მუშაობენ“, – წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.
რუსი ოპოზიციონერი მხატვარი სემიონ სკრეპეცკი 15 ივნისს პოლონეთში მოკლეს. 44 წლის სკრეპეცკი რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მწვავედ აკრიტიკებდა. მას ბიალა-პოდლიასკაში ხუთჯერ ესროლეს.
მანამდე მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს ბელარუსის ორი მოქალაქე, თუმცა, მოგვიანებით გაათავისუფლეს.
0
0