
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე არის წარწერა: „შემაკავებელი ორდერია საჭირო“.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ჯორჯია მელონის შესახებ განაცხადა: „ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო! ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა! ალბათ ბედნიერია, რომ ვესაუბრე! არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა!“
ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და აღნიშნა:
„დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“.
იტალური გაზეთის, „კორიერე დელა სერას“ ცნობით, იტალიის მთავრობა ამჯერად არ აპირებს „ამ პროვოკაციაზე“ რეაგირებას. წყაროები აღნიშნავენ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ღამით მოლაპარაკებები გამართეს, რათა შეეთანხმებინათ სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა იმის იგნორირებაზე, რასაც ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან პირად, გაუმართლებელ თავდასხმად თვლიან.
0
0