
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ტულსი გაბარდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ეხმიანება. სოციალურ ქსელში X ის წერს, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ნარატივის მიზანი დონალდ ტრამპის დამხობა იყო.
„დიფ სტეიტის დემონტაჟი! ტულსი გაბარდის ახალი მტკიცებულებები ადასტურებს იმას, რაც დიდი ხანია ვიცით: „რუსეთის ფალსიფიკაცია“ იყო პოლიტიკური თავდასხმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოიფიქრეს და გამოიყენეს დაზვერვის სააგენტოები, რათა პრეზიდენტი ტრამპი დაემხოთ. პასუხისმგებლობის დრო დიდი ხანია დადგა!“ - წერს ჯონსონი.
DISMANTLING THE DEEP STATE!
— Speaker Mike Johnson (@SpeakerJohnson) July 18, 2025
New evidence from @DNIGabbard confirms what we’ve long known: The Russia hoax was a political hit job manufactured by Obama officials and weaponized by intel agencies to take down President Trump.
Accountability is long overdue! https://t.co/9NWoeds0nD
0
0