
პიარსპეციალისტი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში მწერალ, გიორგი კეკელიძის შესახებ წერს და ძალოვან უწყებებს მიმართავს:
"დიდი ხანია, ვცდილობ, დუმილი ვარჩიო,
მ ა გ რ ა მ!!
...ამ ბიჭის "აი ლაითად" რომ ვთქვათ, გადახრებზე აჭრელებულია ჩემი მესენჯერი.
საშინელი წასაკითხი და გასააზრებელია!!!
შსს!!!
პროკურატურა!!!
სოც.სამსახურები!!!!", - წერს მოროშკინა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 7-9 მარტს გამართული აქციების დროს „წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს გიორგი კეკელიძის სტიპენდიაზე. მიზეზი კი მისმა დამ განმარტა. სოფია კენჭიაშვილი მწერალ გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
"მხოლოდ ფაქტები... მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი..." - ასე პასუხობს კეკელიძე კენჭიაშვილის ბრალდებებს.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026