
ტაეკვანდოში ორგზის საქართველოს ჩემპიონი და 8-9 მარტის აქციების მონაწილე სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს მიიღოს სტიპენდია, რომლის ინიციატივაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.
კეკელიძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მზად იყო დაენიშნა მისთვის მარო მაყაშვილის სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში.
სტიპენდიაზე უარის გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბრობს სალომეს უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი, რომელიც გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.
სოფია კენჭიაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე, წერს:
"მოკლედ და კონკრეტულად:
გიორგი კეკელიძის მიერ დანიშნულ სტიპენდიას ვაქენსელებთ 🙂
დარწმუნებული ვარ, მარო მაყაშვილი ცოცხალი რომ იყოს დღეს და ახლა, გამო*ლევდებოდა, რომ გაეგო, თუ ვის მიერ დაინიშნა მსგავსი სახელობის სტიპენდია 🙂
ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს.
არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ ვინმემ იფიქროს, რომ რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა აქვს მოძალადეს, ამიტომ მას ამით ბოროტად სარგებლობა შეუძლია და ბრძოლას აზრი არ აქვს.
არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას.
არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი.
ნებისმიერი ტიპის ძალადობის მერე "მაგრამ" არ იწერება.
პირადად მე მივმართავ გიორგი კეკელიძეს, მისგან განსხვავებით პირადში არ ვიწერები ბოდიშებს.
ვერცერთი შენი მანიპულაცია ვერ დაგეხმარება მოძალადის სახელის ჩამორეცხვაში, ვერც სუიციდის მცდელობა მათ შორის.
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და სალომე აუარებს ამ სტიპენდიას, თუ ძალიან უნდა ეროვნულ ბიბლიოთეკას (და არა გიორგი კეკელიძეს), შეუძლია სალომესთვის გამოყოფილი თანხა ჩაურიცხოს მას, ვისაც ეს მართლა სჭირდება.
პ.ს. გიორგი ხერგიანსაც შეუძლია ტრაკის დაყენება." - წერს სოფია კენჭიაშვილი.
როგორც ცნობილია, გიორგი კეკელიძე სექსუალურ შევიწროებაში რამდენიმე ქალმა ამხილა, თუმცა არც ერთ მათგანს მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა არ დაუწყია. თავად კეკელიძემ მაშინ ბოდიში მოიხადა.
0
0