
ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი სტივ რიდი აცხადებს, რომ კანონპროექტი დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს შესაძლებლობას აძლევს, აკრძალოს მარშები, რომლებიც საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფზე ზეწოლას ისახავას მიზნად.
მისი თქმით, კანონი საშუალებას იძლევა, აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ, კვირიდან კვირამდე მეორდება.
„კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, შინაგან საქმეთა მინისტრს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს. კერძოდ, გაითვალისწინოს კონკრეტული თემის დასაშინებლად განმეორებით გამართული მარშების ერთობლივი ზეგავლენა“, – აღნიშნავს სტივ რიდი.
კითხვას, შესაძლოა თუ არა პალესტინის მხარდასაჭერი დემონსტრაციები აიკრძალოს, თუ ყოველ კვირაში ერთსა და იმავე ადგილას გაიმართება, რიდმა დადებითად უპასუხა.
„2026 წელს ებრაელებს ეშინიათ კიპას ან დავითის ვარსკვლავის ტარება. ეს სრულიად მიუღებელია. ებრაელებს უნდა ჰქონდეთ ისეთივე თავისუფლება, როგორც ქრისტიანებს ან მუსლიმებს“, – განაცხადა რიდმა.
0
0