ბრიტანეთმა ბანკნოტებზე მონარქის გამოსახულება შეცვალა. მეფე ჩარლზმა საჩუქრად თავისი პორტრეტით ბანკნოტები უკვე მიიღო.
ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს შესაძლებლობა ექნება ნახოს მისი პორტრეტი ფუნტის ახალ კუპიურებზე, რომლებიც მიმოქცევაში პირველად ივნისში შევა.
ინგლისის ბანკის მართველმა ენდრიუ ბეილიმ და მთავარმა მოლარემ სარა ჯონმა მეფეს ბუკინგემის სასახლეში მისი გამოსახულებით პირველი ბანკნოტები გადასცეს. ამიერიდან ახალი მონარქი გამოჩნდება მიმოქცევაში არსებულ ყველა ნომინალზე: 5, 10, 20 და 50 ფუნტიან კუპიურებზე.
მეფეს, ტრადიციის თანახმად, მოეთხოვება ახალი ბანკნოტების პირველი ასლების მიღება. ეს ნიშნავს, რომ მონარქს გადაეცა ბანკნოტები 00001 ნომრით.
ჩარლზის გამოსახულებით ბანკნოტები გამოყენებული იქნება წინა ბანკნოტებთან ერთად, რომელზეც დედოფალი ელიზაბეტ II იყო გამოსახული.
0
0