
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს გამოეხმაურა.
ზელენსკის თქმით, ეს არის ისტორიული დღე, როდესაც უკრაინა რეალურად გადადის ევროკავშირთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებებზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიხსენა, როგორ გაფორმდა განაცხადი წევრობის შესახებ 2022 წლის 28 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იცავს უკრაინას და მის სახელმწიფოებრიობას.
„ევროპის გზიდან ვერასოდეს გადაგვახვევინებენ, ეს არის ჩვენი საერთო სახლი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 25 ივნისს, ლუქსემბურგში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ პირველი სამთავრობათაშორისო კონფერენცია გაიმართება, რითაც ოფიციალურად დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
0
0