დღეს პარლამენტში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს მოუსმენენ
A-
+A
-share.jpg)
დღეს პარლამენტში, საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს ელოდებიან. ამერიკელ დიპლომატს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა - ეს არის თემები, რომლებზეც რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტში ისაუბრებს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ასევე გამოვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც დეპუტატებს საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) და ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშებს გააცნობს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა 11:00 საათზე დაიწყება. ის, სავარაუდოდ, მედიისთვის დახურული იქნება.
0
0
771
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%