დეზინფორმაციაზე ის ორგანიზაციები საუბრობდნენ, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში თავად არიან შემჩნეულები. ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რატი იონათამიშვილი 12 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის მიერ შემუშავებული ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების ხედვას.
დეპუტატის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვების დავალებას ასრულებენ და
„როცა დეზინფორმაციაზე საუბრობენ ის ორგანიზაციები, რომლებიც თვითონ იყვნენ დეზინფორმაციის ავტორები, თანაც კამპანიას აწარმოებდნენ საქართველოს წინააღმდეგ ყოველგვარი ფაქტების გარეშე, ძალიან უხერხულია. სინამდვილეში, ეს ადამიანები გულწრფელები არ არიან, ასრულებენ სხვების დავალებებს, ისევ საქართველოს წინააღმდეგ. ცხადია, მათ ამ აქტივობას არც მაშინ ჰქონდა შედეგი და შედეგს არც ახლა გამოიღებს“, - აცხადებს იონათამიშვილი.
0
0