17/07/2023
17:32
მსოფლიო
„დედამიწა „ჯოჯოხეთად“ გადაიქცევა, თუ ძლიერი სიცხის გამო მთავრობები გლობალური დათბობის დასაძლევად ზომების მიღებას არ დააჩქარებენ,“ - განაცხადა რედინგის უნივერსიტეტის [ინგლისი] კლიმატოლოგმა აქშაი დეორასმა.
„თუ გლობალური ტემპერატურა ამჟამინდელი ტემპით კვლავ მოიმატებს, კაცობრიობა უნდა მოელოდეს უფრო ხშირი და ინტენსიური ექსტრემალური ამინდის მოვლენებს. გლობალური ტემპერატურა 2027 წლამდე 1,5 გრადუსზე მეტით გაიზრდება, რაც კაცობრიობას პარიზის შეთანხმების დარღვევის გზაზე დააყენებს და ეს კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.
სათბურის გაზების ემისიებით გამოწვეული ტემპერატურების მატება აძლიერებს სიცხეს ევროპასა და ჩვენი პლანეტის დანარჩენ ნაწილზე. ადრე ვიცოდით, რომ 1.5°C-ზე მეტი დათბობა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევდა - ექსტრემალური ამინდის მოვლენებს, მათ შორის ძლიერ სიცხეს, მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს უკვე ასცდა.
პარიზის შეთანხმებით, რომელსაც ხელი 175-მა ქვეყანამ მოაწერა, 30-წლიანი გლობალური ტემპერატურის საშუალო მატება 1.5°C-ით უნდა შეჩერებულიყო, ვიდრე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაფიქსირდა - სანამ ინდუსტრიალიზაციამდე წიაღისეული საწვავის ემისიები გაიზრდებოდა. დედამიწაზე ექსტრემალური ამინდი, სავარაუდოდ, მომდევნო წლებში უფრო ხშირი და ინტენსიური გახდება. ჯერ კიდევ არ არის გვიანი თამამი ზომების მიღება, სანამ ჩვენი პლანეტა ჯოჯოხეთად არ გადაიქცევა,“ - თქვა კლიმატოლოგმა.
0
0