დავითაშვილი, წულუკიანი, ჩიქოვანი - კობახიძემ ვიცე-პრემიერები წარადგინა
12/02/2024
11:22
პოლიტიკა
A-
+A
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველი სხდომაზე ახალი ვიცე-პრემიერები წარადგინა.
პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება, ასევე, ვიცე-პრემიერები იქნებიან კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
„უკვე ცნობილია პრინციპში, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრს – ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა 8 თებერვალს დაამტკიცა.
0
0
523
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%