23/04/2023
21:33
პოლიტიკა
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“, თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა. რუხაძე ამბობს, რომ კეზერაშვილი მას, გიგი უგულავამ საკუთარ კაბინეტში გააცნო.
რუხაძის ინფორმაციით, კეზერაშვილმა პირდაპირ დაასახელა თანხა, თუ რის სანაცვლოდ უნდა დაეთმო კომპანია „ბორჯომი“ და მოსთხოვა, „ბორჯომი“ დავით იაკობაშვილისთვის გადაეფორმებინა.
„თანხა დაასახელა, ამდენ თანხას მოგცემთ თქვენ დავით იაკობაშვილი და თქვენ დავით იაკობაშვილს გადაუფორმეთ „ბორჯომი“. მე ვუთხარი, რომ ინას [ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე] დაველაპარაკები „იმედზე“ მაგრად არა მგონია-თქო და „ბორჯომზე“ აგერ მე გეუბნებით, პირდაპირ უარს-თქო, იმიტომ რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და ამ საუბრიდან მეორე თუ მესამე დღეს ჩემი მანქანა აფეთქდა", აცხადებს ტვ “იმედის” მფლობელი.
მისივე ინფორმაციით, მათ ჰქონდათ შავი სალაროები და სხვადასხვა ხალხი მართავდა ამ შავ სალაროებს.
"როდესაც კეზერაშვილი მეუბნებოდა, ამა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე: ჯოზეფ ქეის, დავით იაკობაშვილს გადაეცი ეს აქტივები, თავად იყო ამ შავი სალაროს მმართველი. მე რომ დავით იაკობაშვილს გადავცემდი „ბორჯომი“, შემდეგ მისი მფლობელი ასევე იქნებოდა ბატონი ბიზნესმენი კეზერაშვილი. რომელიც ასე ცდილობდა და მეორე დღეს რაღაცნაირად ჩემი მანქანა აფეთქდა“, - ამბობს რუხაძე.
წყარო: “იმედინიუსი”
0
0