-share.jpg)
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა, მისივე პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნონა მამულაშვილის ინიციატივა შეაფასა, რომელიც ფიქრობს, რომ ხალხს უნდა ჰკითხონ, “უნდა დატოვოს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტი”.
„დღეს რომ თითოეულმა იმ ადამიანმა პარლამენტი დატოვოს, ეს რამეს ცვლის? არავინ არის გამოკიდებული და ჩაჭიდებული იმ სკამებს, რომელიც არის პარლამენტში, მაგრამ ვფიქრობთ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ყველა ფრონტზე ყველა მხარდაჭერა მივიღოთ, იქნება ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თუ ნებისმიერი პროტესტი, რომელიც გამოხატული იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის გააზრებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, ამის დროც დადგება“, - განაცხადა ბოტკოველმა.
„ნაცმოძრაობიდან“ წასული ნონა მამულაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ “ნაცმოძრაობას” "არაფერი ესაქმება ე.წ. პარლამენტში“.
0
0