
ამერიკული გამოცემა „The New York Sun“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მასთან მიმართებით დასავლეთის მოქმედებასთან დაკავშირებით ახალ სტატიას აქვეყნებს.
სტატიის ავტორი საბჭოთა დისიდენტი და ისრაელის მთავრობის ყოფილი წევრი ნათან შარანსკია.
“ბ-ნი სააკაშვილი ყოველთვის იყო უნივერსალური ადამიანური ღირებულებების დამცველი, დასავლეთისა და ამერიკის მტკიცე მოკავშირე და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე რუსული ჰეგემონიის კრიტიკოსი. მან ქვეყანა წაიყვანა ტრანსფორმაციის გზით, რამაც მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნად, როგორც აღიარებულია საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ.
ხელისუფლებაში ყოფნის რამდენიმე თვის შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილი ევროპისა და ამერიკის ლიდერებმა შეაქეს დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის მხარდაჭერისთვის და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ მისი ქვეყნის დე ფაქტო კონტროლის პერიოდის დასრულებისთვის“ , – აღნიშნულია სტატიაში.
შარანსკის თქმით, ოლიგარქი ივანიშვილი სააკაშვილზე შურის იძიებს.
სტატიაში ასევე მიმოხილულია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ხედვები და ხაზგასმულია შარანსკის მხრიდან მისდამი დადებითი შეფასება.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026